ლაბორატორია და ხარისხი

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“  იყენებს მუდმივად ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალმთიანი რეგიონებიდან მოპოვებულ ნედლეულს. პროდუქტის  დამზადების პროცესში თითქმის არ გამოიყენება კონსერვანტები.

 

რძის ჩაბარების პროცესში კომპანია აკონტროლებს რძის ხარისხსა და ნატურალურობას. ნედლეული მოწმდება წყლის, ცხიმისა და ცილის მაჩვენებლებზე. ამასთან, ფერმერს მოეთხოვება წარადგინოს საქონლის ჯანმრთელობისა და აცრის ცნობები. გარდა ამისა, კომპანია თავად უტარებს ყოველწლიურ კვლევებს ძროხებს, რომელთა რძეც  „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებისთვის“ უნდა გადამუშავდეს.