კომპანია " სანტე ჯი - ემ - თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხმარებელს პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს . მრავალპროფილიანი " ჯი - ემ - თი ჯგუფის " წევრი ” სანტე - ჯი - ემ - თი პროდუქტები” საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების , ასევე ნატურალური წვენების წარმოების აღიარებული ლიდერია . დარგის უმსხვილესი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი , მოქნილი და კვალიფიციური მენეჯმენტი , საიმედო და ავტორიტეტული პარტნიორები , აგრეთვე კეთილსინდისიერი ინვესტორები - ის უპირატესობებია , რაც უზრუნველყოფს " სანტე - ჯი - ემ - თი პროდუქტებს "- ს წამყვანი პოზიციების შეუქცევადობას . პროდუქციის ხარისხის უფრო მეტად ასამაღლებლად , ინტენსიურად წარმოებს ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა - გაუმჯობესება და მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება . წლების განმავლობაში გეგმაზომიერი და მიზანდასახული მუშაობის შედეგად , " სანტე - ჯი - ემ - თი პროდუქტებმა” საქართველოში საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების პირველი მწარმოებელი კომპანია , რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას .
სანტე სამი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია . სამხრეთ კავკასიაში იგი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანიაა , რომელმაც ISO - ს სერთიფიკატი მიიღო , ISO 9001 კატეგორიის სერტიფიკატი , რითაც მენეჯმენტის გამართული მუშაობა შეფასდა და HACCP - ის სერთიფიკატი რითაც დადასტურდა რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერთიფიცირებული სისტემის მფლობელია .
აგრეთვე კომპანია ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს , რომელიც ადასტურებს რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია .
აღნიშნული სერტიფიკატი ასევე უზრუნველყოფს :
• საკვები პროდუქტების უვნებლობის პარამეტრების მართვას პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე ( ნედლეულის მიღებიდან მომხმარებლისათვის მზა პროდუქტის მიწოდებამდე );
• პრევენციული ზომების გამოყენებით და არა დაგვიანებული ქმედებებით წუნის აღმოფხვრას ;
• საკვები პროდუქტების უვნებლობაზე პასუხისმგებლობის ცალსახად განაწილებას ;
• მნიშვნელოვან ეკონომიას წუნის შემცირების ხარჯზე ;
• დოკუმენტურად დადასტურებულ რწმენას კომპანიის პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობაზე , რაც ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის პრეტენზიების განხილვისას ;
• მომხმარებელთა ( კლიენტების ) ნდობას წარმოებულ პროდუქციაზე ;
• კონკურენტუნარიანობის გაზრდას და უკვე არსებული ბაზრის გაფართოებას .
საწარმოო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ასევე აღიარებულია სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანოს IQ NET - ის მიერ . 2 წლიანის თანამშრომლობის შედეგად მოხდა ” სანტე ჯი - ემ - თი პროდუქტების” ხაარისხობრივი და ტექნიკური სიმძლავრეების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა , ყველა საწარმოო უბნის დეტალური ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება . პროექტი წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა , რისი ლოგიკური დასასრული იყო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 9001 DA HACCP (HAZARD ANALYSIS AND CRITICAL CONTROL POINT) სერტიფიკატების მიღება .