უკან დაბრუნება


     
14.06.2010
კომპანია "სანტე ჯიემთი პროდუქტებს" საქართველოს ხარისხის ფონდმა ხარისხის ნიშნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
კომპანია "სანტე ჯიემთი პროდუქტებს" საქართველოს ხარისხის ფონდმა ხარისხის ნიშნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. დაჯილდოების ცერემონია, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. კომპანიას სპეციალური სერტიფიკატები საქართველოს ხარისხის ფონდის პრეზიდენტმა გიგლა კუნჭულიამ გადასცა.
ხარისხის ნიშნის მინიჭების მიზნით კომპანიების მენეჯმენტისა და პროდუქციის შესწავლას საქართველოს ხარისხის ფონდი 2003 წლიდან აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში სპეციალური სერტიფიკატები მიღებული აქვს 99 კომპანიას, რომელთაგან ხარისხის ნიშანი მხოლოდ 42-მა შეინარჩუნა.
სერტიფიკატის მინიჭება კომპანიის საქმიანობის დეტალური შესწავლის საფუძველზე ხდება.
კომპანია "სანტე ჯიემთი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. ხარისხის ნიშნის გადაცემამდე მოხდა საწარმოს დათვალიერება, მენეჯმენტის შეფასება, პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა, ექსპერტების მიერ მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებისა და ეტიკეტების შესწავლა და ყოველივე ამის შემდეგ საქართველოს ხარისხის ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს კომპანია ხარისხის ნიშნით დაეჯილდოებინა.
     
© 2010 Sante GMT Products. All rights reserved.